მთავარი / სიახლეები / ტურინში ანდრეა ანიელი და ფლორენტინო პერესი შეხვდნენ

ტურინში ანდრეა ანიელი და ფლორენტინო პერესი შეხვდნენ

ტურინში, კონტინასაზე მდებარე ანდრეა ანიელის ოფისში „იუვენტუსის“ პრეზიდენტის და მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის შეხვედრა გაიმართა.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ისინი 3 საათის განმავლობაში საუბრობდნენ. ბევრი საკითხი განიხილეს, მაგრამ განსაკუთრებით სპორტული პოლიტიკა, რომელიც ეხება ევროპის სუპერლიგის შესაძლო შექმნას დიდი კლუბების შემოსავლების გაზრდის მიზნით.

ანიელი ECA-ს (ევროპული კლუბების ასოციაცია) პრეზიდენტია, ხოლო პერესი სუპერლიგის ტურნირის შექმნის დიდი მხარდამჭერი. ეს არის ტურნირი, რომლის წინააღმდეგი უეფაა.

გარდა ამისა, Tuttosport-ი წერს, რომ არ არის გამორიცხული ანიელისა და პერესს სატრანსფერო საკითხების შესახებაც ესაუბრათ, მაგრამ ამ თემაზე მეტი დეტალი არ ვრცელდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …