„ნაპოლის“ კაპიტანმა ლორენცო ინსინიემ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, „იუვენტუსი“ დიდი გუნდია, მაგრამ მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.
„დიდი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მოედანზე ყველაფერს გავითებთ. ქომაგებისთვის, ხელმძღვანელობისთვის ამ ტიტულს დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვეცდებით მოედანზე გამოვავლინოთ ყველაფერი, რომ ისინი კმაყოფილები იყვნენ.
6 თვე გავიდა იტალიის თასის ფინალიდან, მაგრამ ამჯერად სხვა თამაშია. იმედი მაქვს, მენტალურად მომზადებულები ვიქნებით, რადგან ვიცით, რომ მეტოქეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს. თუ მივწერე „იუვეს“ ფეხბურთელებს, რომლებიც ნაკრებში ჩემი თანაგუნდელები არიან? დროდადრო ვმესიჯობთ, როგორც ეს წლის განმავლობაში ხდება, მაგრამ ბოლო დღეებში ეს არ ყოფილა“, – თქვა ინსინიემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს 23:55 საათზე დაიწყება.