„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ იტალიის სუპერთასის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ კრიზისში არ არის და ასევე, ანდრეა პირლოს შესახებ იხუმრა.
„მახეში არ უნდა გავებათ, რადგან „იუვენტუსი“ კრიზისში არ არის. მათ არ ექნებათ სისხლის სუნი, რადგან ყველაფერს გააკეთებენ და დიდი მენტალიტეტი აქვთ. თუ ვიფიქრებთ, რომ მათი „ინტერთან“ წაგების გამო გასეირნება გვექნება, გამოდის, რომ არაფერი გვესმის. მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ. „იუვეს“კრიზისი არ აქვს.
ანდრეასთან 21-წლამდე ნაკრებში ვთამაშობდი, შემდეგ მოვიგეთ მსოფლიოს ჩემპიონატი, ერთად თამაშის დრო მოვიგეთ ყველაფერი, რისი მოგებაც შეგვეძლო. ამას გარდა, ჩვენ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს. იმედი მაქვს, დავამწუხრებ, მაგრამ ვიმეორებ, საუკეთესო გაიმარჯვებს, ჩვენი მეგობრობა კი არ დასრულდება. ზოგჯერ გასახდელში ბად სპენსერსა და ტეენს ჰილს ვგავდით. მგონი მას სახეში მე უფრო მეტჯერ დავარტყი, ვიდრე მამამისმა“, – თქვა გატზომ ბოლოს ხუმრობით.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს 23:55 საათზე დაიწყება.