ტურინში, კონტინასაზე მდებარე ანდრეა ანიელის ოფისში „იუვენტუსის“ პრეზიდენტის და მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის შეხვედრა გაიმართა.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, ისინი 3 საათის განმავლობაში საუბრობდნენ. ბევრი საკითხი განიხილეს, მაგრამ განსაკუთრებით სპორტული პოლიტიკა, რომელიც ეხება ევროპის სუპერლიგის შესაძლო შექმნას დიდი კლუბების შემოსავლების გაზრდის მიზნით.
ანიელი ECA-ს (ევროპული კლუბების ასოციაცია) პრეზიდენტია, ხოლო პერესი სუპერლიგის ტურნირის შექმნის დიდი მხარდამჭერი. ეს არის ტურნირი, რომლის წინააღმდეგი უეფაა.
გარდა ამისა, Tuttosport-ი წერს, რომ არ არის გამორიცხული ანიელისა და პერესს სატრანსფერო საკითხების შესახებაც ესაუბრათ, მაგრამ ამ თემაზე მეტი დეტალი არ ვრცელდება.