მთავარი / სიახლეები / ტურამი: “როდესაც პირლოს აკრიტიკებენ, მეცინება”

ტურამი: “როდესაც პირლოს აკრიტიკებენ, მეცინება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლილიან ტურამმა ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა. როგორც მან Sky Sport-ს განუცხადა, პირლოს კრიტიკა მისთვის სასაცილოა, რადგან დარწმუნებულია, რომ დიდი მწვრთნელი გახდება.

„როდესაც პირლოს აკრიტიკებენ, მეცინება. ვფიქრობ, რომ ისეთივე დიდი მწვრთნელი გახდება, როგორც დიდი ფეხბურთელი იყო. დიდ მზარეულსაც და დიდ ჟურნალისტსაც დრო სჭირდება. ბრწყინვალე მოთამაშე ვერ გახდები პირველ სეზონში და პირლოსთვისას ასეა. ვერ იმუშავებს ისე, თითქოს 10-15 წლის გამოცდილება აქვს.

ზიდანმა „რეალი“ რომ ჩაიბარა, არ იყო მისი პირველი გამოცდილება. უკვე მუშოაბდა ახალგაზრდულ გუნდში და იყო ანჩელოტისა და მოურინიოს თანაშემწე. ამიტომ, მეცინება, როდესაც პირლოს აკრიტიკებენ“, – თქვა ტურამმა.

შეგახსენებთ, რომ ლილიან ტურამი „იუვენტუსში“ 2001-2006 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …