მასიმილიანო ალეგრიმ ანდრეა ანიელის ორი წლის წინ კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან გაშვება ურჩია. როგორც La Repubblica იტყობინება, ეს 2019 წელს მოხდა.
როდესაც ანიელიმ ალეგრი გაათავისუფლა, მაქსმა პრეზიდენტს პორტუგალიელის გუნდიდან მოშორება ურჩია:
„მოიცილე რონალდუ, ის გუნდის და კლუბის განვითარებას ხელს უშლის“, – წერს გამოცემა ალეგრის სიტყვებს, რომელიც ანიელის უთხრა.
მას შემდეგ ორი სეზონი გავიდა, რონალდუ ისევ გუნდშია და ჩემპიონთა ლიგაზე მასთან ერთად გაცილებით ცუდი შედეგები აჩვენა”იუვემ”, ვიდრე მანამდე, სანამ მის გარეშე თამაშობდა.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი