ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ ანდრეა პირლოს, კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა.
მისი აზრით, პირლომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, კრიშტიანო რონალდუ კი გუნდმა უნდა გაასხვისოს. მაურომ დიბალას ნამდვილი პრობლემა უწოდა, რადგან ხელფასის მომატებას დაუმსახურებლად ითხოვს.
„პირლომ დაამტკიცა, რომ მწვრთნელობაც შეუძლია და აჩვენა ის თვისებები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმ გუნდის მწვრთელისთვის, რომელმაც ყველაფერი უნდა მოიგოს. გავითვალისწინოთ, რომ კონტესაც და ალეგრისაც ძალიან დიდად დაეხმარა 7-8 იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც მათ გუნდში ჰყავდათ და გასახდელს მართავდნენ. ანდრეას მხოლოდ ბონუჩი ჰყავს, კიელინი ხშირად ვერ თამაშობს და ბუფონი, რომელიც ძირითადის წევრი არ არის. უფრო მეტიც, ჯიჯის თავის დროზე გუნდიდან წასვლა არ იყო სასიხარულო არჩევანი და ეს მასზეც მოქმედებს. მოკლედ, პირლოს ფეხბურთელებისგან ნაკლები დახმარება აქვს.
რონალდუ არასდროს ყოფილა ლიდერი, სადაც ის თამაშობდა და არც არასდროს ქინება. მისთვის პირადი მიზნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გუნდი, ის თანაგუნდელებს ვერ ლიდერობს, მას სურს, რომ გოლების გატანაში დაეხმარნონ, ძალიან დიდი სოლისტია, მაგრამ არა გუნდური მოთამაშე. პერსონალურ დონეზე კარგად თამაშბს და ყოველთვის გოლს იტანს. მარკეტინგის დონეზე მან მოლოდინი გაამართლა, სპორტული შედეგების თვალსაზრისით კი „იუვეს“ წინსვლა არ აქვს, უფრო მეტიც, რეგრესი განიცადა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. ამიტომ, ორივე მხარისთვის უმჯობესი იქნება თუ ერთმანეთს დაშორდებიან და გზები გაიყოფა. რონალდუს შეუძლია კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყოს და „იუვეს“ მოაცილოს უზარმაზარი ფინანსური დაბრკოლებები.
დიბალა? ის ნამდვილი პრობლემაა „იუვესთვის“, რადგან კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა რთულია, ხოლო ფეხბურთელები, რომელთან კონტრაქტი გასახანგრძლიველები აქვთ, ხელფასის გაზრდას ისე ითხოვენ, ვითომ არც არაფერი მომხდარა“, – თქვა მაურომ.