ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელა ლილიან ტურამმა ლეონარდო ბონუჩი გააკრიტიკა. ლეგენდარული ფრანგის განცხადებით, „იუვენტუსის“ მცველის შეფასება სამარცხვინო იყო.
„ბონუჩიმ ის თქვა, რასაც ბევრი ადამიანი ფიქრობს. ბონუჩი სულელი არაა, მაგრამ მისი მოსაზრება უბრალოდ სამარცხვინო იყო. მას კინი უნდა დაეცვა, მაგრამ ასე არ მოიქცა. დაახლოებით ეს იმის მსგავსია, როდესაც ქალს გააუპატიურებენ და ვთქვათ, რომ მას გამომწვევად ეცვა. რასიზმის წინაშე ყველაფერი ნათელი უნდა იყოს. კინის გარდა იმ დღეს ყველას შეურაცხყოფა მიაყენეს, ვისაც შავი კანის ფერი აქვს.
ამბობენ, რომ შემდეგ ჯერზე პრობლემა მოგვარებული იქნება, მაგრამ ასე არაა. გუნდს მოედანი უნდა დაეტოვებინა და ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა“, – თქვა ტურამმა.