მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: მანჯუკიჩმა ახალი კონტრაქტი გააფორმა

ოფიციალურად: მანჯუკიჩმა ახალი კონტრაქტი გააფორმა

მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, მხარეებმა ახალი კონტრაქტი უკვე ოფიციალურად გააფორმეს.

ძველი ხელშეკრულება 2020 წელს იწურებოდა, შესაბამისად, ხორვატმა კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015 წლის ზაფხულში გადავიდა. მას შემდეგ ხორვატმა ფორვარდმა 159 თამაშში 43 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი მიითვალა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …