მთავარი / სიახლეები / ლეონარდო ბონუჩის განმარტება

ლეონარდო ბონუჩის განმარტება

ლეონარდო ბონუჩიმ კომენტარი გააკეთა მოიზე კინის საკითხზე და მის სიტყვებზე, რომელიც „კალიარისთან“ მატჩის შემდეგ წარმოთქვა.

ლეონარდოს განცხადებით, ის რასიზმისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმას გმობს:

„24 საათის შემდეგ მინდა განვმარტო ჩემი გრძნობები. გუშინ საღამოს, თამაშის შემდეგ მე ვისაუბრე და ჩემი სიტყვები იყო ნაჩქარევი. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ვიჩქარე ჩემი აზრის გამოხატვა. ვგმობ რასიზმისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმას. გარკვეული დამოკიდებულება ყოველთვის გაუმართლებელია და ამის შესახებ არ არსებობს გაუგებრობა“, – დაწერა ბონუჩიმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩიმ მოიზე კინის დანაშაულიც დაინახა „კალიარისთან“ მატჩში მომხდარში და ამის გამო არაერთმა ფეხბურთელმა გააკრიტიკა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …