ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა Corriere Della Sera-ს განუცხადა, რომ ბლეზ მატუიდი რასისტული გამოხტომოს შემთხვევაში შემდეგ ჯერზე მოედანს დემონსტრაციულად დატოვებს.
„ბლეზთან ვილაპარაკე და მითხრა, რომ შემდეგ ჯერზე მოედანს დატოვებს, რადგან ეს პირველად არ მომხდარა. იმედი აქვს, რომ რაღაც შეიცვლება. არამხოლოდ ბელზი, მოიზე და ალექს სანდროც ძალიან ცუდად გრძნობენ ამ სიტუაციაში თავს. მოწყენილები არიან, მაგრამ ასევე ყველა ჩვენგანი. გოლის აღნიშნვას არაფერი შეუცვლია“, – თქვა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ “კალიარის” გულშემატკივრებმა მოიზე კინს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. აღსანიშნავია, რომ შარშან იმავე სტადიონზე იგივე თავდასხმის ობიექტი ბლეზ მატუიდი იყო.