ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა კონტრაქტის (2021 წლამდე) გახანგრძლივების შემდეგ JTV-სთან ისაუბრა. ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით ტურინში ბედნიერია და ამაყობს, რომ ამ გუნდის ღირსებას კიდევ დაიცავს.
„დიახ, ვამაყობ, რომ ისევ „იუვენტუსის“ ნაწილი ვიქნები. მადლობა გუნდს ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. ბედნიერი ვარ და მინდა გავაგრძელო მოედანზე ბოლომდე დახარჯვა გუნდთან ერთად გამარჯვების მოსაპოვებლად.
აქ ჩამოსვლამდეც ვიცოდი „იუვენტუსის“ ამბიციის შესახებ. მას დიდი ისტორია აქვს, აქ აღმოვაჩინე გამარჯვებულის მენტალიტეტი. ამიტომ, პირველი დღიდან დღემდე ბედნიერი ვარ და ბედნიერი ვიქნები რამდენიმე წელი.
საკუთარი თავის ქება არ მომწონს. მირჩევნია ჩემზე სხვებმა ისაუბრონ. მე ვცდილობ გოლის გატანას, მაგრამ ამასთან თანაგუნდელების დახმარებას ყველა სათამაშო სიტუაციაში, რადგან მნიშვნელოვანი თამაშების მოგებაა. სასიამოვნოა, რომ ამას ჩვენი გულშემატკივარი აფასებს, მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
ამ წლებთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს., თუმცა მომავალისკენ ვიყურები, რადგან „იუვეს“ სისხლში გამარჯვებების გაგრძელებაა“, – განაცხადა მარიომ.