მთავარი / სიახლეები / ტუდორი: “იუვე” შემდეგ ეტაპზე გავა, თუ ისე ითამაშებს, როგორც იცის”

ტუდორი: “იუვე” შემდეგ ეტაპზე გავა, თუ ისე ითამაშებს, როგორც იცის”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა იგორ ტუდორმა Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვეს“ „ატლეტიკოს“ ბარიერის გავლა თავისუფლად შეუძლია.

ამისთვის „ბებერ სინიორას“ ისეთი თამაში დასჭირდება, როგორც იცის – აგრესიული.

– ფიქრობთ, რომ „იუვენტუსი“ მეოთხედფინალში გავა?

– ვფიქრობ, „იუვენტუსი“ ძალიან მოტივირებული იქნება და მშვიდად შეუძლია ამ ეტაპის გავლა თუ ისე ითამაშებს, როგორც იცის და სჩვევია, აგრესიულად. უნდა შეუტიოს და დაცვაში კონტრშეტევისთვის სივრცეები არ უნდა დატოვოს. დაცვაში კარგად და ყურადღებით თამაშიც იქნება საჭირო, რომ გოლი არ გაუშვას.

– როგორ უნდა ითამაშოს „იუვენტუსმა“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად?

– „იუვემ“ დაცვითი ფეხბურთი არ უნდა ითამაშოს. უნდა ითამაშოს შეტევაში, რომ რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანოს. საწყის წუთებში უნდა სცადოს გატანა, რომ „ატლეტიკოზე“ ზეწოლა გააძლიეროს და შემდეგ სიტუაციის კონტროლი მოახერხოს.

– რომელი ფეხბურთელების შეძენას ურჩევდით „იუვეს“ ხარისხის გასაუმჯობესებლად?

– მარცხენა ფლანგზე მარსელოს. ის თავის პოზიციაზე პირველია და რონალდუს ძალიან კარგად იცნობს. ერთად ჯერ კიდევ ბევრის მიღწევა შეუძლიათ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …