ქამ-ბექი!

ქამ-ბექი შედგა! მასიმილიანო ალეგრიმ სიტყვა შეასრულა და „ატლეტიკოსთან“ მძიმე სიტუაციიდან „იუვენტუსმა“ თავი დაიძვრინა. ტურინელებმა სეზონში უდაოდ საუკეთესო თამაში აჩვენეს და მეტოქეს შანსი საერთოდ არ დაუტოვეს.

ამაზე სტატისკისაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც ტურინელებმა მეტოქეს უბრალოდ გადაუარეს. „ატლეტიკოს“ კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაურტყამს და საგოლე მომენტიც არ შეუქმნია. საპასუხოდ, „იუვეს“ ყველა ფეხბურთელი დიდებულად ირჯებოდა. კრიშტიანუ რონალდულმ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა!

„იუვემ“ მესამე წუთზე გაიტანა, მაგრამ ჯორჯო კიელინის გოლი რონალდუს მხრიდან ობლაკზე თამაშის წესის დარღვევის გამო გაუქმდა. პირველივე წუთებიდან ნათელი იყო, რომ „ბებერი სინიორა“ მხოლოდ შეტევაზე იფიქრებდა და დაცვაშიც ყურადღებით ითამაშებდა. კრიშტიანუ პირველად საჯარიმოში ბურთს 27-ე წუთზე დაარტყა, სწორედ მაშინ დაარტყა კარში პირველად და გოლიც გაიტანა! ეს ფედერიკო ბერნარდესკის იდეალური ჩაწოდების შემდეგ და პორტუგალიელი ხუანფრანს თავზე გადააფრინდა.

ცალკე უნდა აღინიშნოს ბერნარდესკი. მან შესანიშნავი თამაში აჩვენა და რონალდუსთან ერთად გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. „იუვემ“ მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეძლო მეორე გოლის გატანა და ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გათანაბრება. ამჯერად კანსელუს ჩაწოდებას გამოეხმაურა კრიშტიანუ და იან ობლაკმა მოიგერია, მაგრამ მას მერე, რაც ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა – 2:0.

„იუვე“ არ გაჩერებულა. ალეგრიმ მანჯუკიჩი ახალგაზრდა მოიზე კინით ჩაანაცვლა და სწორედ 19 წლის შემტევი იყო ახლოს გოლთან, მეკარესთან პირისპირ გასულმა ოდნავ ააცილა. თუმცა, 3 წუთში ბერნარდესკი კორეამ საჯარიმოში წააქცია და პენალტი! რონალდუმ ზუსტად დაარტყა – 3:0.

თამაშიც ასე დასრულდა, ესპანელებს შანსი არ ჰქონიათ. რონალდუს „იუვენტუსის“ სტადიონზე 8 გოლი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე (4 „რეალის“ მაისურით) და ამაზე მეტი არავის გაუტანია ამ ტურნირზე და ამ სტადიონზე. მხოლოდ არტურო ვიდალს აქვს მსგავსი შედეგი.

„იუვე“ აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგისთვის. წინ მეოთხედფინალია!

„იუვენტუსი“ – „ატლეტიკო“ 3:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 884

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა (დიბალა 67); ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი (კინი 80), რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი (ვიტოლო 77), გოდინი, ხიმენესი, ხუანფრანი; საულ ნიგეზი, როდრი, კოკე, ლემარი (კორეა 57); გრიზმანი, მორატა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 რონალდუ (27), 2:0 რონალდუ (48), 3:0 რონალდუ (86, პენ)

გაფრთხილება: ბერნარდესკი (64) – ხუანფრანი (73), ხიმენესი (86), ვიტოლო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11(4) – 3 (0) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …