ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატლეტიკოსთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა დიდებული თამაში ჩაატარა და სიმწიფე გამოაჩინა.
„ბიჭებმა თამაშს შესანიშნავი ორგანიზება გაუწიეს, სწრაფად ვთამაშობდით და მოედნის ყველა წერტილში ვიყავით. პირველ შეხვედრაშიც ასე თამაში გვინდოდა, მაგრამ მაშინ რაღაც შეიცვალა. დღეს კი, ძალიან დიდი სიმტკიცე გამოვაჩინეთ. ამ საღამოს დიდი ხანი ველოდით.
სპინაცოლამ და ბერნარდესკიმ შესანიშნავად ითამაშეს, მაგრამ მთლიანად გუნდმა აჩვენა სიმწიფე და დიდებული თამაში ჩაატარა.
კრიტიკა? ვინც მე მაკრიტიკებდა, მხოლოდ კარგი ექიმის მოძებნას ვურჩევ“, – განაცხადა ალეგრიმ.