ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ატლეტიკოსთან“ (3:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ტურინელებმა სწორედ იმისთვის იყიდეს, რაც გააკეთა.
პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ ფინალზე საუბარი ნაადრევია და გუნდმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს.
„განსაკუთრებული საღამო უნდა ყოფილიყო და ასეთიც გამოვიდა. არამხოლოდ გოლების, არამედ მთლიანად გუნდის გამო. ეს ჩემპიონთა ლიგის მენტალიტეტია და ეს გზა უნდა გავაგრძელოთ. მაგიური საღამო გვქონდა. „ატლეტიკო“ რთული გუნდია, მაგრამ ჩვენც ძლიერები ვართ და შემდეგ ეტაპზე ღირსეულად გავედით.
ჰეთ-თრიქი? „იუვემ“ სწორედ ამის გამო შემიძინა. ფინალი? ვნახოთ რა მოხდება, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ“, – განაცხადა რონალდუმ.