მთავარი / სიახლეები / კრესპო: “ბოდიში სიმეონეს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე “იუვენტუსი” გავა”

კრესპო: “ბოდიში სიმეონეს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე “იუვენტუსი” გავა”

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ერნან კრესპო მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ „ატლეტიკოს“ ბარიერს დაძლევს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავა.

სამხრეთ ამერიკელმა ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ს განუცხადა:

„ჩოლო სიმეონე ძვირფასი მეგობარია, მაგრამ ამჯერად ტურინში 11 ლომის წინაღმდეგ მოუწევს დაპირისპირება, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ მადრიდში განცდილი მარცხი გამარჯვებად გადააქციონ. „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა და ალბათ ეს ბოლო შანსი იქნება ამ კონკრეტული შემადგენლობისთვის. ჩემი აზრით, ამჯერად შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. „იუვენტუსის“ გარემო საოცარია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება. „ალიანც სთედიუმზე“ ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება. ყველა შემთხვევაში მაგარი თამაში გველოდება. პროგნოზი? ვფიქრობ, „იუვენტუსი“ შემდეგ ეტაპზე გავა. ბოდიში დიდ მწვრთნელს და ჩემს ნამდვილ მეგობარ სიმეონეს, მაგრამ ასე მგონია“, – თქვა კრესპომ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …