მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “თუ კარგად ვითამაშებთ, შემდეგ ეტაპზე გავალთ”

რონალდუ: “თუ კარგად ვითამაშებთ, შემდეგ ეტაპზე გავალთ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო საკითხეებს შეეხო.

კრიშტიანუს განცხადებით, ესპანეთი არ ენატრება და იტალიაში ბედნიერია. გარდა ამისა, პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ სერია A-ში გოლების გატანა უფრო რთულია, ვიდრე ლა ლიგასა და პრემიერლიგაში.

რონალდუ ასევე შეეხო დღეს, „ატლეტიკოსთან“ გასამართ მატჩს და თქვა, რომ თუ „იუვე“ კარგად ითამაშებს, შემდეგ ეტაპზე გავა:

„რთული თამაში იქნება, „ატლეტიკომ“ ბოლო წლებში ორი ფინალი ითამაშა და ესაა გუნდი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ „იუვენტუსი“ კარგად თუ ითამაშებს, შემდეგ ეტაპზე გავა.

გუნდის განწყობა კარგი და დადებითია. სერია A-ში ერთი თამაშიც არ წაგვიგია, ეს ფანტასტიკურია, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ჩემპიონები გავხდეთ. გზა გრძელია, მაგრამ დიდი უპირატესობა გაგვაჩნია და ასე თუ გავაგრძელებთ, პრობლემა არ იქნება. გავიხსენოთ, რომ იტალიის სუპერთასი უკვე მოვიგეთ, პირველი ტიტული.

პირადად მე თავს ძალიან კარგად ვრგძნობ და ვფიქრობ, სერია A-ში ადაპტირება მოვახერხე, სადაც თავდამსხმელებისთვის თამაში ყველაზე რთულია. იტალიის ჩემპიონატში ასეთ მაღალ დონეს არ ველოდი. ბედნიერი ვარ მეც და ჩემი ოჯახიც. ჩემს ოჯახს უყვარს იტალია. ეს არის კულტურული ქვეყანა, რეალურად ესპანეთისგან განსხვავებული. ბავშვიბიდანვე სახლიდან შორს ვცხოვრობდი, 18 წლის ინგლისში, 25 წლის ესპანეთში, ხოლო 33 წლის ტურინში გადავბარგდი. არც ესპანეთი მენატრება და არც პორტუგალია. ბევრი მეგობარი დავტოვე ესპანეთში და ძალიან დიდი გუნდი, მაგრამ აქ ადაპტაცია რთული არ ყოფილა, ძალიან ბედნიერი ვარ.

სერია A-ში გოლების გატანა გაცილებით რთულია, ვიდრე ესპანეთში, სადაც უფრო რისკავენ გუნდები. იტალიაში პრიორიტეტი თავის დაცვაა და შემდეგ ფიქრობენ შეტევაზე. პრემიერლიგაში 5 წელი ვითამაშე და ვფიქრობ, რომ იტალიაში უფრო ძნელია გატანა, ვიდრე პრემიერლიგაში“, – თქვა რონალდუმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …