ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ განაცხადა, რომ ფერნანდო კოუტუსა და სინიშა მიხაილოვიჩის დუეტის წინააღმდეგ თამაში მისთვის ყველაზე რთული იყო.
„სერია A-ში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც მალდინი და კოსტაკურტა არიან, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან აგრესიული მცველები იყვნენ, მაგრამ ყველაზე საშინელი „ლაციოს“ დუეტთან, კოუტუ-მიხაილოვიჩის წყვილთან თამაში იყო. მე ბევრი ვიმუშავე მცველებთან მენტალურ მიდგომაზე, ვესაუბრე ფერარას, მონტეროს და იულიანობს და მითხრეს სად შეიძლებოდა მცველები შემცდარიყვნენ, მათმა სიტყვებმა ჩემს განვითარებას ხელი შეუწყვეს.
„იუვეში“ ვისწავლე ყოველთვის გამარჯვების და გმირობის სურვილი. იტალიაში თავდამსხმელისთვის ყველაზე რთულია თამაში. პირადად მე მიკვირდა, როდესაც ვხედავდი ისეთ უმაღლესი დონის მოთამაშეებს, როგორებიც ზიდანი და დელ პიერო იყვნენ, ვარჯიშის შემდეგაც ბაზაზე რჩებოდნენ, რომ თამაში გაეუმჯობესებინათ.
მუნდიალის ფინალის პენალტი? ყველა პენალტს თავისი ისტორია აქვს. იტალიისა და ბუფონის წინააღმდეგ კარგად დავარტყი, მაგრამ სამწუხაროდ არ გავიდა. ეს იყო სერია B-ში დაქვეითების წელი და ეს სირთულეები მიძლიერებდა მენტალურ ტკივილს“, – აღნიშნა ტრეზეგემ.