ტურინის „იუვენტუსი“ „ნაპოლიდან“ არკადიუშ მილიკის გადაბირებითაა დაინტერესებული. მაუიციო სარის ცენტრფორვარდის დამატება იმდენად უნდა, რომ კლუბი მზადაა პოლონელის სანაცვლოდ ფედერიკო ბერნარდესკისაც შეელიოს.
იტალიელი სარის გეგმებში არ ჯდება და ზაფხულში გუნდის დატოვების მთავარი კანდიდატია. ამიტომ, შესაძლოა მილიკის ტრანსფერში ჩართონ, მიუხედავად იმისა, რომ ფედერიკო გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მილიკი.
იტალიური მედია ასევე არ გამორიცხავს, რომ კრისტიან რომერო ან დანიელე რუგანიც გამოიყენონ ტრანსფერის გასაჩარხად.
ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, რომლის შესახებ ბოლო დღეებში იტალიური მედია აქტიურად წერს.