„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სალი მუნტარიმ 2012 წელს „იუვენტუსის“ კარში არჩათვლილი გოლი გაიხსენა. განელი ამბობს, რომ იმ გოლით თამაშს მოიგებდნენ, მაგრამ დარწმუნებული არაა, რომ სკუდეტოს მოიპოვებდნენ.
„კონტეს „იუვენტუსი“ გამარჯვებით მოწამლული იყო, საოცრად დარბოდნენ, სისხლი უდუღდათ, ასე, რომ სკუდეტოს მოგებაში დარწმუნებული მაინც არ ვარ, ის გოლი რომ ჩაეთვალათ და ის თამაში მოგვეგო.
VAR-ის შემთხვევაში ისტორია შეიცვლებოდა? ვფიქრობ, რომ VAR-ისა და კარის ხაზის ტექნოლოგიის შემთხვევაში ისტორია არ შეიცველობოდა, უბრალოდ ყველაფერი დააჩქარა ამ ყველაფრის არ არსებობამ, მაგრამ იმ კონკრეტულ თამაშს მოვიგებდით“, – თქვა მუნტარიმ.