ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ სპორტული დირექტორის კურსები გაიარა და ახალი კარიერის დასაწყებად მზადაა. ფრანგმა ჯანლუკა დი მარციოსთან ინტერვიუში „იუვეში“ ალესანდრო დელ პიეროსთან ერთად დაბრუნება ისურვა.
„ტრეზეგოლმა“ სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა და წარსულიდან ბევრი რამ გაიხსენა.
„ცვლილებების დრო მოვიდა. ველოდები გუნდს, რომელიც მენდობა და დამინჯერებს. მოუთმენლად ველოდები ახალ სამსახურს. მე წლების განმავლობაში ვუყურებდი „იუვენტუსის“ დომინაციას და იყენებდა ყველა მეთოდს, რამაც მისი ისტორია შექმნა. ყოველთვის მნიშვნელოვანია გააცნობიერო რომელ კლუბში მუშაობ.
დელ პიერო? ალესანდრო ჩემთვის ამოსავალი წერილი იყო, მასთან „იუვეში“ 10 ფანტასტიკური წელი გავატარე. ის პროფესიონალი და უნუკალური ფეხბურთელი: მოედანზე ჩვენ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, ყველაფერი მარტივად მოხდა, მოედანზე ერთმანეთის იდეალურად გვესმოდა. როდესაც გუნდში ფეხბურთელებში ჰარმონიული ვითარებაა, მოედანზე ყველაფეირ ადვილად ხდება და გუნდი მიზნებს აღწევს. მომავალში მე და დელ პიერო ერთად „იუვენტუსში“? რატომაც არა? უფრო სწორად, კარგი იქნებოდა. ალექსმა თავისი უნარები უკვე წარმოაჩინა და მის კავშირს „იუვესთან“ ვერავინ ვერასდროს დაივიწყებს.
ზედიზედ 9 სკუდეტოს შემდეგ ტიტულის დაკარგვა ადამიანური მოვლენაა. „იუვეში“ ძალიან გაერთიანებულ გუნდ ვხედავ, მაგრამ სტაბილურობა და იდენტობა აკლია. დავინახეთ საინტერესო გამონათებები, მაგრამ ამას მოჰყვა ფიზიკური, მენტალური და ტექნიკური ჩავარდნა. რამდენიმე ფეხბურთელი და მწვრთნელი შეიცვალა, ასე რომ, ესეც ბუნებრივია. თუმცა, სეზონი თითქმის დასრულდა და ვხედავთ, რომ გუნდს რაღაც აკლია. წელს „იუვეს“ მოუწია „ინტერთან“ დაპირისპირება, რომლის ორი ფორვარდი მუდმივად გოლებს იტანს. რონალდუ მარტო კი საკმარისი არ არის, „იუვეს“ დიბალა ძალიან დააკლდა.
ევრო 2000-ის შემდეგ იტალიაში გადაბარგება? ეს ადვილი არ იყო, „იუვენტუსის“ ქომაგებისთვის არასასრუელი პერსონაჟი ვიყავი, ისინი არაფერს მპატიობდნენ. ჩემს წინ თავდასხმაში დელ პიერო და ინძაგი იყვნენ,რომლებიც „ბიანკონერის“ პუბლიკას ძალიან უყვარდა. მაგრამ მე მოვახერხე დაკვიდრება. 2006 წელს მსგავსი სიტუაცია მეც განვიცადე, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პენალტი ვერ გავიტანე. დავბრუნდი იტალიაში და დამხვდა „იუვენტუსი“ სერია B-ში -17 ქულით. ჩემს ადგილზე ბევრი წავიდოდა… „იუვენტუსის“ ტიფოზებს დღემდე ვუყვარვარ, ალბათ იმაზე მეტადაც, ვიდრე დღევანდელი ფეხბურთელები უყვართ“, – თქვა ტრეზეგემ.