მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ჯენოასთან” მატჩამდე

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ჯენოასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ჯენოასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან დააანონსა, რომ დეიან კულუშევსკი, ვოიცეხ შჩესნი და ხუან კუადრადო, სავარაუდოდ შეტევაში ძირითადში იქნება. ეს ნიშნავს, რომ ფედერიკო კიეზა თადარიგში დარჩება, დასვენების მიზნით…

პაულო დიბალა კი ჯერ სასტარტოსთვის მზად არ არის და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში უნდა ველოდოთ.

„ჯენოასთან“ მინდა იგივე სულიკვეთება დავინახო, რაც „ნაპოლისთან“ გვქონდა, იმიტომ, რომ უფრო ადვილიად ენერგია და კონცენტრაცია შეინარჩუნო ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორც „ნაპოლია“ და იგივე გვჭირდება „ჯენოასთანაც“. მე ისევე მშვიდად ვარ, როგორც ადრე ვიყავი. მიზანი არ იცვლება: ვალდებულები ვართ, რაც შეიძლება ბევრი ქულა დავაგროვოტ და ხვალ მნიშვნელოვანია მატჩი, რათა გავაგრძელოთ ის, რაც „ნაპოლისთან“ ვნახეთ. საჭიროა დიდი ერთიანობა და იგივე სულისკვეთება მსხვერპლის გასაღებად.

სეზონის ბოლომდე გამარჯვების დაუოკებელი სურვილი უნდა გვქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაპოლისთან“ გამარჯვება აზრს დაკარგავს. სამწუხაროდ, დაბალი და საშუალო დონის გუნდებმა ქულების დაკარგვა ჩვენი ნაკლი იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ მოპოვებაზე უნდა ვიფიქროთ.

დიბალა? პაულო სამთვიანი უთამაშებლობის შემდეგ დაგვიბრუნა და ძირითადში სათამაშო კიდევ გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, ის კარგადაა. მას შესანიშნავი ხარისხი აქვს და შეუძლია თამაშის მიმდინარეობა შეცვალოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სეზონში ის პრაქტიკულად არ ყოფილა ჩვენს განკარგულებაში. მომავალი? ახლა მოდით ვიფიქროთ აწმყოზე და ნებისმიერ შემთხვევაში მას კიდევ ერთი წელი აქვს კონტრაქტი გუნდთან. ის, მორატა და რონალდუ ერთად? იმედია, ყველა ჩვენს განკარგულებაში და ფორმაში იქნება, შემდეგ ვეცდები, სამივე ერთად ვათამაშო.

მორატა კარგადაა, ჩემი აზრით, მან წინა თამაში კარგად ჩაატარა, რადგან მას კონკრეტული დავალებები მივეცი და შეასრულა, რაც თამაშისთვის სავალდებულოა. მენტალურადაც კარგადაა და მას მხოლოდ გოლი სჭირდება სეზონის ფინალური ნაწილის შესანიშნავად ჩასატარებლად. კულუშევსკი კარგადაა, კარგად ვარჯიშობს და შეიძლება ძირითადში ითამაშოს.

შჩესნი ძირითადში დაბრუნდება და კიელინი ითამაშებს, რადგან ძალიან კარგადაა. დემირალი, მას კარგა ხანია არ უთამაშია, კორონავირუსის შემდეგ ორჯერ ივარჯიშა გუნდთან ერთად და მანამდე ტრავმაც ჰქონდა. არტური და მაკკენი კარგად არიან, გუნდთან ერთად მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ არტურს აქვს მცირე პრობლემები, მაგრამ კარგადაა და სათამაშოდ მზადაა. რემზიც გამოჯანმრთელდა. კუადრადოს წინაც თამაში შეუძლია და უკანაც. ჯერ ეს გადაწყვეტილი არ მაქვს, მისი შეტევაში თამაში შეიძლება ერთ-ერთი ვარიანტი იყოს.

კიეზა ერთი-ერთზე თამაში ძალიან კარგია და სივრცეებში შესანიშნავია. ბურთის უკეთ ფლობა უნდა ისწავლოს და გააცნობიეროს, რომ თამაში ჩაკეტილია, არ არის საჭირო თავდახრილი ბურთით წინ წასვლა, მაგრამ უნდა შემობრუნდეს და ბურთი მეორე მხარეს გადაიტანოს. თუმცა, ძალიან თავმდაბალი ბიჭია, ფეხბურთის თამაშის წყურვილი აქვს და ეს მნიშვნელოვანია.

დრაგუშინის კონტრაქტის გახანგრძლივებით ბედნიერია, მან დაამტკიცა, რომ დიდებში თამაში შეუძლია და ძალიან პერსპექტიული ბიჭია. VAR? ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მსაჯების დახმარება შეუძლია და სწორია მონიტორთან წასვლა და ეპიზოდის ნახვა. შეცდომა დაშვება უაზრობაა, როდესაც შანსი გაქვს ის თავიდან აირიდო“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ჯენოას“ მატჩი 11 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …