ჯორჯო კიელინიმ „ნაპოლისთან“ „იუვენტუსის“ მაისური 528-ედ მოირგო და ჯუზეპე ფურინიოს დაეწია. ჯორჯოს ახლა მხოლოდ გაეტანო შირეა (552), ჯანლუიჯი ბუფონი (682) და ალესანდრო დელ პიერო (705) უსწრებენ.
Tuttosport-მა ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯუზეპე ფურინოს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც მან საუბარი სწორედ კიელინიზე დაიწყო.
– ოთხშაბათს კიელინი გაგითანაბრდათ…
– ბედნიერი ვარ, რადგან ის შესანიშნავი მოთამაშეა. ეს ფაქტი კიდევ უფრო მახარას და სიამაყით მავსებს, რომ ამდენი თამაშის ჩატარება შევძელი „იუვენტუსში“, როგორც ჯორჯო კიელინიმ.
– ის ცოტათი გგავთ, „იუვეს“ დიდი სიყვარულით, კონკურენტული სულისკვეთებით და იგივე გულით…
– ის ზნეობრივი თვისებების მაგალითია. მას შეუძლია მსხვერპლზე წასვლა, აქვს ნებისყოფის და ბრძოლის სულისკვეთება, რაც ფუნდამენტური მოთხოვნებია დიდი ფეხბურთელისთვის. მხოლოდ ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია იგივეს გაკეთება, რაც მან გააკეთა.
– „იუვენტუსში“ ვინ მოგწონთ?
– კიეზა, რომელსაც სწორი სულისკვთება აქვს, ნიდერლანდელი მცველიც ნამდვილად ძლიერია. ასევე მაინტერესებს დრაგუშინის ნახვა. ძლიერია? მოდით მიეცეს შანსი და ითამაშოს. არ უნდა გვეშინოდეს ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა. ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ახალგაზრდული სქტორი დიდი რესურსი უნდა იყოს, რომელსაც გამოყენება სჭირდება.
– გავა „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე?
– არ ვიცი… „მილანს“ ჩავარდნა აქვს, ნაკლებად ორგანიზებული და საშიშია, ვიდრე სეზონის დასაწყისში. დანარჩენი გუნდები კარგად გამოიყურებიან, მაგრამ „იუვე“ თუ ისე ითამაშებს, როგორც „ნაპოლისთან“, შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. უფრომეტი სტაბილურობაა და ერთიანობაა საჭირო, გუნდში მეტი ერთიანობა რომ ყოფილიყო, წელს სრულიად განსხვავებული სეზონი იქნებოდა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ „იუვენტუსი“ ახლაც „ინტერზე“ ძლიერია.