„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არმან ტრაორემ Talk Sport-თან ინტერვიუში ტურინულ პერიოდზე ისაუბრა. ფრანგი მცველის განცხადებით, „იუვეში“ ფეხბურთელები სიგარეტს ეწეოდნენ და თამაშის წინა დღეს წითელ ღვინოს სვამდნენ.
„იუვენტუსში“ 20 წლის ასაკში გადავედი. როდესაც დილით პირველ ვარჯიშზე მივედი, ვფიქრობდი: „მაგრამ, სად არიან ფეხბურთელები“? გასახდელში არავინ იყო, არც სავარჯიშო დარბაზში, მხოლოდ ფიზიოთერაპიის ოთახში იყო რამდენიმე მოთამაშე.
ყველა საშხაპეებში იყვნენ, საუზმობდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და ყავას სვამდნენ. სრულიად შოკირებული ვიყავი, რომ თამაშის წინა დღეს ერთი ბოთლი წითელი ღვინო დალიეს. მარკიზიო დღეში ოთხ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, მაგრამ მე არასდროს არავინ მინახავს, რომ მისნაირად ერბინა“, – თქვა ტრაორემ.
შეგახსენებთ, რომ არმან ტრაორე „იუვენტუსში“ 2010-2011 წლების სეზონში თამაშობდა და ტურინულ გრანდში 12 უგოლო მატჩი ჩაატარა.