ინგლისური მედია წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის დონი ვან დე ბეეკის დამატებას „იუვენტუსი“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში ეცდება. საუბარია იჯარაზე.
თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მანამდე გუნდს სამი ხედირა დატოვებს. გერმანელი გუნდიდან მოკვეთილია, მაგრამ ძალიან მაღალ ხელფასს მაინც იღებს და „იუვესთან“ კონტრაქტი კიდევ 5 თვე აკავშირებს. ხედირას შესაძლო ტრანსფერზე ბოლო დროს ინფორმაცია აღარ ვრცელდება.
ვან დე ბეეკი „მანჩესტერში“ ძირითადში ვერ ხვდება და ინგლისურ გუნდს ვერ შეეწყო. აღსანიშნავია, რომ მისი მეგობარი მატიას დე ლიხტი ტურინშია და რჩევასაც ადვილად მიიღებდა.
თუმცა, რამდენად მოესწრება ტრანსფერის რეალობამდე მიყვანა ძნელი სათქმელია, რადგან ერთ კვირაში ზამთრის ფანჯარა იხურება.