„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად ჩინური „გუანჯოუს“ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ განაცხადა, რომ ჯერჯერობით „იუვენტუსი“ არ არის ანდრეა პირლოსი, მაგრამ აუცილებლად იქნება.
„ჯერ კიდევ არ არის ის „იუვე“, რაც პირლოს გონებაში აქვს. ცხადია, ფეხბურთელებს შორის სხვაობაა, კრიშტიანუსა და მორატას წინააღმდეგ თამაში რთულია. ანდრეას აქვს საფეხბურთო ცოდნა და გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, მისი იდეა „იუვეში“ იმუშავებს“, – თქვა კანავარომ.