მთავარი / სიახლეები / ტოტი: “ყოველთვის ცდილობდნენ ჩემი და დელ პიეროს დაპირისპირებას, მაგრამ ჩვენს მეგობრობას ვერავინ დაარღვევს”

ტოტი: “ყოველთვის ცდილობდნენ ჩემი და დელ პიეროს დაპირისპირებას, მაგრამ ჩვენს მეგობრობას ვერავინ დაარღვევს”

იტალიური ფეხბურთისა და „რომას“ ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ ალესანდრო დელ პიეროს შესახებ ისაუბრა.

ტოტის განცხადებით, გამუდმებით ცდილობდნენ მასსა და დელ პიეროს სიტუაციის დაძაბვას, მაგრამ ისინი ყოველთვის ძალიან კარგ მეგობრებად რჩებოდნენ და რჩებიან.

„ყოველთვის ცდილობდნენ ჩვენს გამოწვევას და დაპირისპირებას, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ ძალიან მსგავსი პერსონაჟები ვართ, რომლებიც რთულ პერიოდებში ყოველთვის ვუგებდით ერთმანეთს. ჩვენ ეს დაპირისპირება არ გვიგვრძნია. მე და დელ პიერო ნამდვილად ვიყავით ორი ბავშვი, რომლებსაც არაერთი სახუმარო ისტორია აკავშირებთ. ვერავინ შეძლებს ჩვენი მეგობრობის დაშლას“, – განაცხადა ტოტიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …