„პარმას“ მთავარი მწვრთნელი რობერტო დ’ავერსა „იუვენტუსის“ ახალწვეულ, დეიან კულუსევსკის აქებს. მისი განცხადებით, შვედი ფეხბურთელი პაველ ნედვედს აგონებს.
„დეიანი ზრდასრული ბიჭია, არ ეტყობა, რომ 19 წლისაა. „ატალანტამ“ დიდი გამოცდილება მისცა, მორალური თვისებების თვალსაზრისით.
ზაფხულში, როდესაც „ატალანტადან“ ვინათხოვრეთ, ვფიქრობდით, რომ ახალგაზრდ დავიმატეთ, რომელსაც განვითარება სჭირდებოდა. თუმცა, 3-4 ვარჯიშის შემდეგ ყველა მივხვდით, რომ სიამოვნების მიღება უკვე შეგვეძლო. შესანიშნავი ფიზიკური თვისებები, ტექნიკა და ფანტასტიკური მენტალიტეტი აქვს, ის ჩემპიონია.
სარის გუნდში მას შეუძლია ძირითადში ითამაშოს. დეიანი ნედვედს მაგონებს, ერთ მატჩში 13 კილომეტრს დარბის, გოლებს იტანს და საგოლე პასებს აკეთებს“, – თქვა დ’ავერსამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ დეიან კულუსევსკი ზამთარში იყიდა, თუმცა ზაფხულამდე იჯარით „პარმაში“ დატოვა.