ტურინის „იუვენტუსს“ ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დაემშვიდობა და რამდენი დაემატება. იტალიური მედიის ცნობით, იტალიელებს ძალიან მოსწონთ „ვალენსიას“ ახალგაზრდა შემტევი ფერან ტორესი.
მისთვის „ბარსელონაც“ იბრძვის და შესაბამისად, კატალონურ გრანდთან სერიოზული კონკურენცია მოუწევს.
სანაცვლოდ კი, მოსალოდნელია, რომ გუნდს დუგლას კოშტა და ფედერიკო ბერნარდესკი დატოვებენ. ორივე „იუვეში“ 2017 წლიდან თამაშობს, თუმცა დღემდე ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერცერთმა მოიკიდა. ბრაზილიელის შემთხვევაში ამის მიზეზი დიდწილად ხშირი ტრავმიანობაცაა.
მოსალოდნელი გარიგების ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არაა.