ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ პაულო დიბალა იტალიაში საუკეთესო 10 ნომერია. იტალიელს არც ის სჯერა, რომ „რომაში“ ერთ დღეს არგენტინელს იხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი აქვს.
„დიბალა ცოტას თამაშობს, მაგრამ მის გარშემო ვინ თამაშობს? მთელი პატივისცემით ვამბობ, რომ ექსტრაორდნალური მოთამაშეა და იტალიაში საუკეთესო 10 ნომერი. „რომაში“ გადმოვიდეს? როგორ ფიქრობთ, თავად აქვს ამის სურვილი? არმგონია, რომ ეს მოხდეს“, – თქვა ტოტიმ.