ტურინის „იუვენტუსმა“ დერბი დელა მოლე მოიგო და სერია A-ში დაუმარცხებელ ასპარეზობას აგრძელებს. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:
პერინი 6 – ინტენსიური დერბი, მაგრამ განსაკუთრებული სასწაულების გაკეთება არ დასჭირვებია. მისი მოქმედებები დიდად არ განსხვავდება შჩენისგან და მისთვის სადარიგოს წოდება, ნამდვილად არასწორია.
დე შილიო 6.5 – დაცვაში ყოველთვის ადეკვატურად ითამაშა. შეტევაში არ ჰქონია ჩაწოდებების ბევრი მცდელობა, მაგრამ საფთხეს მაინც ქმნიდა. მთლიანობაში ძალიან პოზიტიური შეხვედრა ჩაატარა.
ბონუჩი 6.5 – 34-ე წუთზე შეცდა და ძაძა სახიფათო კონტრშეტევის დაწყების შანსი მიეცა, რომელიც შეიძლებოდა ფატალურად დასრულებულიყო. თუმცა, გარდა ამისა, თითქმის მთელი თამაში ყოველთვის იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. პენალტის ეპიზოდში ძაძაზე დიდებული პრესინგი განახორციელა.
კიელინი 7 – მიუხედავად იმისა, რომ ბელოტის კონტრშეტევბისგან დისკომფორტი რამდენჯერმე ჰქონდა, გამოავლინა სიმტკიცე და თითქმის უშეცდომო შეხვედრა ჩაატარა.
ალექს სანდრო 6 – კანსელუს არყოფნაში უმეტესი დაწოლა მასზე გადავიდა. რონალდუსთან კომბინიებსაც სცდილობდა, თუმცა იყო შეცდომები. ძაძას ეპიზოდში ძალიან გარისკა, როდესაც „ტოროს“ ფეხბურთელები პენალტს ითხოვდნენ.
ემრე ჯანი 6 – ათლეტური დისკომფორტი აშკარად დაეტყო დიდი ხნის უქმობის შემდეგ. ასევე იყო ტექნიკური ხარვეზებიც.
პიანიჩი 6 – ძალიან ბევრი შედომა დაუშვა საწყისი პასების დრო,რაც ნაკლებად ახასიათებს.
მატუიდი 6 – კონკურენტუნარიანობა აკლდა და რიგ ეპიზოდებში ბევრ დროსაც კარგავდა.
დიბალა 7 – ეჭვგარეშეა, რომ თავდამსხმელებს შორის, ყველაზე კარგი იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში გოლის გატანის შანსიც მიეცა. თუმცა, „ბიანკონერის“ რიგებში მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მანჯუკიჩი 6.5 – შეეძლო გოლით დაესრულებინა მატჩი, მაგრამ რონალდუს თამაშგარის გამო გაუქმდა. გადამწყვეტი ორილი ითამაშა პენალტის ეპიზოდში, მეკარე დააპრესინგა და თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა.
რონალდუ 7 – შეიძლება ითქვას, მოედანზე მეორე ტაიმიდან გამოჩნდა, რადგან პირველი ნახევარი სუსტად ჩაატარა. ერთადერთი მომენტი ჰქონდა 45 წუთში, როცა სირიგუმ აჯობა. მეორე ტაიმი კი გაცილებით კარგად ითამაშა და პენალტიც გაიტანა.