შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და „იუვენტუსის“ მეტოქეც გაირკვა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პლეი-ოფის პირველ სტადიაზე მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.
აღნიშნულ გუნდთა პირველი შეხვედრა მადრიდში, ხოლო საპასუხო ტურინში გაიმართება. აქვე დანარჩენი წყვილებიც:
„შალკე“ (გერმანია) – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
„ატლეტიკო“ (ესპანეთი – „იუვენტუსი“ (იტალია)
„მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) – „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი)
„ტოტენჰემი“ (ინგლისი) – „დორტმუნდი“ (გერმანია)
„ლიონი“ (საფრანგეთი) – „ბარსელონა“ (ესპანეთი)
„რომა“ (იტალია) – „პორტუ“ (პორტუგალია)
„აიაქსი“ (ჰოლანდია) – „რეალი“ (ესპანეთი)
„ლივერპული“ (ინგლისი) – „ბაიერნი“ (გერმანია)