მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “ძალიან არ გაგვიმართლა”

ნედვედი: “ძალიან არ გაგვიმართლა”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჩეხის განცხადებით, „იუვეს“ არ გაუმართლა, რადგან ყველაზე ძლიერი მეტოქე შეხვდა.

„დიდი იღბალი არ გვქონია. „ატლეტიკოს“ დამარცხება ძალიან რთულია, უძლიერესი დაცვა ჰყავს, რომელიც უკნიდან თამაშობს და წინ იცის როგორ გამოიყენოს მომენტები გრიზმანისა და სხვების მეშვეობით. ძალიან რთული ორი თამაში გველოდება და ალბათ ცოტა გოლი გავა.

ჩვენ ყველაზე ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ ეს პრობლემა არაა. კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგის ადამიანია? დიახ, მაგრამ მთლიანად გუნდი ძლიერია და დარწმუნებულნი ვართ, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ“, – აღნიშნა ნედვედმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 20 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო ტურინში – 12 მარტს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის ფინალიც ამ სტადიონზეა ჩანიშნული.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …