ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი მეორე ტაიმში თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.
„ჩემპიონთა ლიგიდან სამი დღის შემდეგ ვითამაშეთ და რთული იყო, რადგან ეს დერბი გახლდათ. თანაც, „ტორინო“ ახლა ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ და მეტოქისთვის არაფრის საშუალება არ მიგვიცია. პირველ ტაიმში გვქონდა გარკვეული პრობლემები, რაც მათი ზეწოლითაც იყო გამოწვეული. ეს გამარჯვება ჩვენთვის შესანიშნავი შედეგია, რომელიც გვაძლევს ნაბიჯის წინ გადადგმის საშუალებას.
სატურნირო ცხრილი? – ამაზე 29 დეკემბრის შემდეგ ვიფიქრებთ“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ტურინულ დერბიში გამარჯვების შემდეგ 46 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე ისევ დამაჯერებლად იმყოფება.