ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატია დე შილიო „ტორინოსთან“ გამარჯვების შემდეგ ამბობს, რომ საკუთარი და გუნდის თამაშით კმაყოფილია.
იტალიელმა ფეხბურთელმა ასევე ხაზი გაუსვა დარჩენილი სამი მატჩის მნიშვნელობასაც.
„პირადად ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ უფრო გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით. ვინაიდან, დერბიში გამარჯვება ყოველთვის სპეციალურ არომატს შეიცავს. ამ სტადიონზე ყოველთვის ბრძოლა გვიწევს. „ტორინო“ ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, კარგად ორგანიზებული, რომელიც ბოლომდე იბრძვის.
ახლა წინ სამი მატჩი გველოდება დიდ პაუზამდე და მიზანი მაქსიმალური ქულების დაგროვებაა. რა სხვაობაა მილანურ და ტურინულ დერბებს შორის? – ხალხის მოლოდინი, მაგრამ ორივე ძალიან მგრძნობიარე დერბია“, – განაცხადა დე შილიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ტურინულ დერბიში გამარჯვების შემდეგ 46 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე ისევ დამაჯერებლად იმყოფება.
[wpolling id=”2″ width=”” height=””]