მადრიდის „ატლეტიკოს“ ლეგენდა ფერნანდო ტორესი, რომელიც ამჟამად „საგან ტოსუს“ ღირსებას იცავს, მიიჩნევს, რომ „როხიბლანკოს“ „იუვენტუსის“ დამარცხების დიდი შანსი აქვს.
„ელ ნინიოს“ განცხადებით, „ატლეტიკოს“ „იუვენტუსის“ არ ეშინია, პირიქით:
„რა მაშინებს „იუვენტუსისგან“? – არაფერი! თუ „ატლეტიკო“ ითამაშებს ისე, როგორც იცის, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვეული მენტალიტეტით, მაშინ „ბიანკონერის“ უნდა ეშინოდეს. კრიშტიანუ რონალდუს გვეშინია? – არავის და არაფრის შიში არ არსებობს“, – განაცხადა ტორესმა.
შეგახსენებთ, „იუვე“ ესპანურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 20 თებერვალსა და 12 მარტს დაუპირისპირდება.