ტურინის „იუვენტუსმა“ და ალექს სანდრომ როგორც დააანონსებული იყო, კონტრაქტი გაახანგრძლივეს. ბრაზილიელი მცველი „ბებერი სინიორას“ ღირსებას 2023 წლის ზაფხულამდე დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას ტურინული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
ალექს სანდრო „იუვენტუსს“ 2015 წელს „პორტუდან“ შეუერთდა. ბრაზილიელმა ამ პერიოდში 134 თამაში ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა.
27 წლის ფეხბურთელმა „იუვეში“ სამჯერ მოიგო სკუდეტო და იტალიის თასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.