მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ტონი კროოსმა განაცხადა, რომ 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსთან“ მეორე ტაიმი საუკეთესო იყო, რომელშიც „რეალის“ მაისურით უთამაშია.
„იუვენტუსთან“ მატჩიდან მხოლოდ კარგი მოგონება მაქვს. მას შემდეგ, რაც „რეალში“ ვარ, ალბათ საუკეთესო მეორე ტაიმი ვითამაშეთ. ზედიზედ მეორედ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ეს არის საღამო, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება“, – თქვა კროოსმა.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ 2017 წლის 3 ივნისს, „იუვე“ 4:1 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო.