ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი დღეს დილით ვარჯიშზე დაშავდა. არგენტინელს მუხლის პრობლემა აქვს.
ჯერჯერობით „პიპიტას“ დაზიანების ხარისხი უცნობია და სამედიცინო გამოკვლევის პასუხს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ 12 ან 13 ივნისს იტალიის თასზე „მილანს“ შეხვდება, აქედან გამომდინარე იგუაინის ტრავმა კარგი სიახლე ნამდვილად არაა.