ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კარვალიო ამაურიმ მისი პერიოდის გუნდის წარუმატებლობის მიზეზი დაასახელა. ვეტერანი თავდამსხმელი დარწმუნებულია, რომ ეს ხელმძღვანელობის ბრალი იყო.
„მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩემი „იუვენტუსი“ გამარჯვებას ვერ ახერხებდა, ხელმძღვანელობა იყო. გუნდიდან კლაუდიო რანიერი გაუშვეს და შემდეგ სრული ქაოსი სუფევდა. 2009-2010 წლების სეზონის გუნდი ფეხბურთელების სახელებით უკეთესი იყო, ვიდრე კონტეს პირველი წლის გუნდი, რომელმაც ორი წელში სკუდეტო მოიგო, მაგრამ კონტეს გუნდს გააჩნდა ძლიერი თანმიმდევრულობა, მენტალიტეტი და გამარჯვების სურვილი, რომელიც ჩვენს დროს არ ყოფილა. მათ ისტორიული ტიტული მოიპოვეს და ეს იყო დღევანდელი წარმატებების დასაწყისი“, – თქვა ამაურიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალო-ბრაზილიელი „იუვენტუსის“ ღირსებას 2008-2011 წლებში იცავდა.