კრისტიან ვიერი ინსტაგრამში ლუკა ტონის ესაუბრა და ბოლო ერთი დღის მთავარი თემა ჯორჯო კიელინი – მარიო ბალოტელის დაპირისპირება გაარჩიეს.
უფრო სწორად, ვიერიმ ჰკითხა ტონის რას ფიქრობდა ამ ინციდენტზე. მოგეხსენებათ, ჯორჯომ ავტობიოგრაფიულ წინგში დაწერა, რომ ბალოტელი ცუდი ადამიანია, რასაც მარიო სოციალურ ქსელში უპასუხა და ჯორჯო არაპირდაპირობაში დაადანაშაულა, უცნაური კაპიტანიც უწოდა.
ლუკა ტონის მოსაზრებით ორივე დამნაშავეა და იქევ აღნიშნა, რომ კიელინი უძლიერესი მცველია, ვისთანაც უთამაშია.
„წიგნი განსაკუთრებულია, როდესაც მას წერ, ისეთი ამბავი უნდა მოძებნო, რაც სიახლე იქნება. ჩემი აზრით, მიზეზები ორივე მხარეს აქვს. რა თქმა უნდა, თუ ჯორჯოს მისთვის პირდაპირ არაფერი უთქვამს, წიგნში დაწერა ლამაზი ფილმი არაა. ცუდია, რომ სოციალურ ქსელში დისკუსია მიმდინარეობს და ორივე მხარე დამნაშავეა. უკეთესი იქნება თუ პირადად ისაუბრებენ და გაარკვევენ ვითარებას. ისე, ახლა კარგი იქნება სეზონის განახლება და „იუვე“ – „ბრეშას“ ყურება, კიელინი და ბალოტელი ორივე მინდორზე (იღიმის). ვინ იცის, იქნებ ჩვენზეც დაწერა წიგნში რაღაც (ვიერის ეუბნება ხუმრობით და ორივე იცინის – რედ).
ჯორჯო შესანიშნავია, ყველაზე მეტად მიჭირდა მასთან თამაში. შენს წინააღმდეგ თამაშის წესს არღვევდა, მაგრამ ძირს თავად ეცემოდა და მსაჯის ჯარიმას მის სასარგებლოდ ნიშნავდა. ის ბოლო თაობის მცველია, რომლის ერთ-ერთზე დაჩაგვრა წარმოუდგენელია. მის წინააღმდეგ ძალიან ძნელი იყო თამაში და შესანიშნავი ადამიანია“, – თქვა ტონიმ.
აქვე გეტყვით, რომ ლუკა და ჯორჯო თანაგუნდელები როგორც იტალიის ნაკრებში, ისე „იუვენტუსში“ იყვნენ.