უეფამ ჟან-მიშელ ოლას გავრცელებული ინფორმაცია „იუვენტუსი“ – „ლიონის“ მატჩის გამართვის თარიღთან დაკავშირებით არ დაადასტურა.
როგორც უეფა იტყობინება, ჯერჯერობით არცერთი მატჩის შესახებ არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არაა.
შეგახსენებთ, რომ „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ გუშინ თქვა, მატჩი 7 აგვისტოს გაიმართებაო. თუმცა, უეფამ ეს ცნობა არ დაადასტურა.