ყოფილი მწვრთნელი და ახლა ფეხბურთის ექსპერტი ჯანი დი მარციო დარწმუნებულია, რომ სერია A ვეღარ ნახავს ისეთ ლეგენდებს, როგორებიცაა დელ პიერო ან ბარეზი, რადგან ფეხბურთს ახლა განსხვავებული ფასეულობები აქვს.
დი მარიციო დარწმუნებულია, რომ დღეს კლუბებისთვის და თავად სპორტსმენებისთვის პრიორიტეტი ფულია. ეს ნიშნავს, რომ იტალიურ ფეხბურთში ლეგენდების ეპოქა დასრულდა.
“მაგალითად, დელ პიეროს არასდროს ეპყრობოდნენ ისე, როგორც იმსახურებდა მისი ხასიათისა და ქცევის გათვალისწინებით. მას არასოდეს მიუღია ის ადგილი, რომელსაც იმსახურებდა. ყველაფრის მიუხედავად, საფეხბურთო საზოგადოებამ აიძულა იგი წასულიყო ასაკის გამო, ყოველგვარი მადლიერების გამოვლინების გარეშე.” – განაცხადა ჯანი დი მარციომ.