მთავარი / სიახლეები / მარკო ტარდელიმ კიელინი გააკრიტიკა: “სიძულვილი ქმნის სიძულვილს!”

მარკო ტარდელიმ კიელინი გააკრიტიკა: “სიძულვილი ქმნის სიძულვილს!”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ ჯორჯო კიელინი გააკრიტიკა, მარიო ბალოტელის, ფელიპე მელოსა და „ინტერთან“ დაკავშირებული განცხადებების გამო.

„გულწრფელად ვწუხვარ ეროვნული ნაკრების, „იუვენტუსის“ კაპიტნისა და AIC-ის წამყვანი ფიგურის, ჯორჯო კიელინის განცხადებების გამო. მძიმე სიტყვები კოლეგებისა და თანაგუნდელების მიმართ. სხვა კლუბებისადმი გამოცხადებული სიძულვილი ქმნის ისევ სიძულვილს. ისეთი კაპიტნებისგან, როგორებიც ძოფი და შირეა იყვნენ, მე ვისწავლე მეტოქის პატივისცემა კიდევ უფრო მწვავე ბრძოლებში“, – დაწერა ტვიტერში ტარდელიმ.

შეგახსენებთ, რომ მარკო ტარდელი „იუვენტუსში“ 1975-1985 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …