მთავარი / სიახლეები / ტევესი: “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მხოლოდ “ბოკაში” დაბრუნებაზე ვფიქრობდი”

ტევესი: “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მხოლოდ “ბოკაში” დაბრუნებაზე ვფიქრობდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ („ბარსელონასთან“) მხოლოდ და მხოლოდ „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნებაზე ფიქრობდა.

„ბოკა ჩემი ცხოვრებაა, როდესაც ჩემს კარიერაში საუკეთესო დონეზე ვიყავი და ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონასთან“ მატჩისთვის ვემზადებოდი, მხოლოდ „ბოკა ხუნიორსში“, „ბომბონერაზე“ დაბრუნებაზე ვფიქრობდი. ჩემი გადაბირება „ატლეტიკოს“ და „ბაიერნს“ სურდათ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სახლში უნდა წავსულიყავი. მინდა კარიერა „ბოკაში“ დავასრულო, ამის გამო უარს მადრიდის „რეალსაც“ კი ვეტყოდი“, – განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ტევესმა „იუვენტუსი“ 2015 წლის ზაფხულში „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დატოვა. არგენტინელი ტურინში გატარებულ ორ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო და ქომაგებს თავი ნამდვილად შეაყვარა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …