მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ლაციოსთან” მატჩამდე

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ლაციოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ რომის „ლაციოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტი ხვალინდელი მატჩის გარდა, ცალკეულად ფეხბურთელებსაც შეეხო.

„დუგლას კოშტას გარეშე 4-3-3 სქემაზე ფიქრი ძნელია, ამ მომენტში დიბალას ფორმა კიდევ ერთი მიზეზია, რომ გამთამაშებლით ვთამაშობთ. მისთვის სამთავდამსხმელიან ტაქტიკაში თამაში რთულია თვისებებიდან გამომდინარე. ველოდები რემზისა და დუგლას კოშტას დაბრუნებას, რომ სხვა არჩვენიც მოვიძიო. არ შეიძლება დიბალას ავუკრძალოთ ნახევარმცველებთან მიახლოვება, ისევე, როგორც რონალდუს მარცხენა ფლანგიდან შეტევის წამოწყებაში. საჭიროა ფეხბურთელების მახასიათებლებთან მუშაობა.

ბერნარდესკი მგრძნობიარე ბიჭია, ის სახლში და სტუმრად განსხვავებულად თამაშობს. სტვენა, რომელიც ტურინში მის მიმართ ისმის, მოქმედებს, ჩვენი ამოცანაა, რომ მას დავეხმაროთ.

ხედირას დაკარგვა ძალიან მძიმეა. ბოლო 10 დღეში მისი მუხლის მდგომარეობა გაუარესდა. ამიტომ, ახლა ის უნდა შევცვალოთ და სხვებმა უნდა მოუმატონ.

ემრე ჯანმა ბოლო დროს ითამაშა. ის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შევიყვანე, რაც მორალური თვალსაზრისით ნამდვილად მძიმე გადასატანი გახლდათ მისთვის. მაგრამ ძალიან კარგად იცის, რომ თუ ჩემპიონატის მატჩებში თავს კარგად წარმოაჩენს, ამას გავითვალისწინებ და ყოველთვის მივცემ შანსს.

რაბიო? ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი ამ სიტუაციით, მაგრამ ასეთი მომენტები გარდაუვალია. რაბიო გუნდთან ერთად ვარჯიშობს, 15-20 დღე გამტოვა და ამიტომ, ფორმაში უნდა შევიდეს, თუმცა კარგადაა.

ბენტანკური ბევრი გოლის გატანით არასდროს გამოირჩეოდა. მას შეუძლია განვითარება და მნიშვნელოვანი კარიერის გაკეთება. თუ შეძლებს გოლების ხშირად გატანას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ვიმედოვნებ „ინტერის“ გალიდერება ჩვენთვის სტიმული იქნება. ყველა ქულა მნიშვნელოვანია, ყველა თამაში ერთი და იგივე მნიშვნელობისაა. ჩვენ ახლა სეზონის იმ ეტაპზე ვართ,რომელიც გადამწყვეტი არაა. უბრალოდ მნიშვნელოვანი ტურია, როგორც დანარჩენი ტურები.

„ლაციო“ ძლიერი გუნდია, შესანიშნავი ხარისხით. ეს არის საუკეთესო გუნდი მოედნის დასკვნით 25 მეტრში გაკეთებული პასების მიხედვით. ვფიქრობ, თავი ჩვენი საჯარიოდან შორს უნდა დავიცვათ. უნდა შევზღუდოთ მეტოქის შეტევა, რადგან აქამდე თამაშში 3 გოლის გატანას ახერხებდნენ.

ჩემპიონთა ლიგის ტურის შემდეგ ყოველთვის უფრო მეტ პრობლემას ვაწყდებით ჩემპიონატში, კონცენტრაციას ვკარგავთ. ვარჯიშებზე სიტუაცია გამოვასწორეთ და იმედია, მოედანზეც შევძლებთ იგივეს გადმოტანას“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 7 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …