ტურინის „იუვენტუსმა“ ზაფხულში სანდრო ტონალის შეძენა რომ გადაწყვიტა, უკვე გაცნობეთ. ახლა კი, იტალიის ჩემპიონმა ამ საქმის გასაჩარხად პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვენტუსი“ იანვარში „ბრეშაში“ მარკო პიაცას გაანათხოვრებს და ეს პირდაპირ ტონალის სამომავლო ტრანსფერისთვის მოხდება.
ლომბარდიელთა პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ განაცხადა, რომ ტონალის სანაცვლოდ ფულის გარდა, ფეხბურთელებიც სჭირდება, რომლებიც გუნდს გადარჩენაში დაეხმარებიან. პიაცა კი, შესაძლოა „ბრეშასთვის“ იანვრიდან მაისამდე ძალიან სასარგებლო ფიგურა გახდეს.
გარდა ამისა, „იუვე“ მზადაა „ბრეშას“ ჰანს ნიკოლუსი კავილია, დანი მოტა კარვალიო ან კვან-სონ ჰანი დაუთმოს.
შეგახსენებთ, რომ მარკო პიაცა „იუვენტუსმა“ 2016 წელს შეიძინა, მაგრამ ხორვატი ფეხბურთელი ტრავმებმა გააწამა და ამჟამად გუნდთან ერთად ვარჯიშობს.