მთავარი / სიახლეები / კასერესი: “ცხრილის სათავეში მუდმივად “იუვენტუსის” ყოფნა მოსაწყენი იყო”

კასერესი: “ცხრილის სათავეში მუდმივად “იუვენტუსის” ყოფნა მოსაწყენი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი და ამჟამად ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელი მარტინ კასერესი ამბობს, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში ყოველთვის „იუვეს“ ხილვა მოსაწყენი იყო.

„მიმდინარე სეზონი ძალიან საინტერესოა, „იუვე“ – „ინტერის“ დუელიდან დაწყებული. ჩემთვის მილანური გუნდი სეზონის მთავარი სიურპრიზია, მიუხედავად იმისა, რომ კონტეს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი მისი სამწვრთნელო უნარები. სატურნირო ცხრილის სათავეში მუდმივად „იუვენტუსის“ ხილვა მოსაწყენი იყო“, – თქვა კასერესმა.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელ მცველს „იუვეში“ 2009-2010, 2012-2016 და 2019 წლებში უთამაშია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …