ტურინის „იუვენტუსის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად პაულო დიბალა დასახელდა.
არგენტინელმა გასულ თვეში ორი გოლი გაიტანა – „ფროზინონესთან“ ეფექტური დარტყმით და „ბოლონიასთან“ გადამწყვეტი.
დიბალა კუთვნილ ჯილდოს „იუვენტუსისა“ და „ბოლონიას“ მატჩის დაწყებამდე მიიღებს.